სტამბულში აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

2022-11-14 11:23:33

სტამბულის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს 8 ადამიანი დაიღუპა. [ვიდეო/video]

ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

მათი ცნობით, შემთხვევის დროს 81 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, რომელთა შორისაც 50 უკვე კლინიკებიდან გაწერეს, ორის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

ცნობილია, რომ პირი, რომელმაც ჩანთაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ქუჩაში დატოვა, უკვე დაკავებულია.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები