აშშ-ში ავიაშოუს დროს სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა [video]

2022-11-13 12:43:51

აშშ-ში, ქალაქ დალასში გამართულ ავიაშოუზე, ორი ისტორიული სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. [ვიდეო/video]

ამერიკული მედიის ცნობით, ბომბდამშენი B-17 Flying Fortress და მოიერიშე თვითმფრინავი P-63 Kingcobra ერთმანეთს ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:20 საათზე შეეჯახნენ.

ბოლო მონაცემებით შემთხვევის შედეგადა სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.

როგორც მედია წერს, ჩვეულებისამებრ, B-17-ის ეკიპაჟი ოთხი ან ხუთი წევრისგან შედგება, ხოლო Kingcobra-ს ერთი პილოტი ჰყავს.

ავიაკატასტროფას აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო გამოიძიებს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები