ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა

2022-10-24 11:24:23

ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ზებრა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული ქალი მძიმე დაზიანებებით უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.