მატარებელი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

2022-10-18 11:05:58

ბათუმში მატარებელი და მუნიციპალური ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.