ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2022-10-16 13:36:22

ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა. 

ახალგაზრდა ბიჭი ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ბიჭი გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.