5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა საქართველოს საზღვართან

2022-09-27 18:29:17

დღეს, თბილისის დროით 18:08 საათზე თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ_ში მოხდა 5.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრა იგრძნეს აჭარაშიც.