ავარია მსხვერპლით დასრულდა

2022-08-29 00:19:24

კასპის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც კაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც, თუმცა კაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებიც.