რუსთავში ავარიის დროს მიკროავტობუსი ამობრუნდა

2022-08-24 14:26:07

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მერსედესის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მიკროავტოვუსის მძღოლის განცხადებით, ის თავის გზაზე მოდიოდა, რა დროსაც მსუბუქმა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გადაბრუნდა.

შემთხვევის დროს 5 მგზავრი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარევის ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.