ავტომობილი ახალგაზრდა ბიჭს დაეჯახა

2022-08-20 19:25:55

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში. მანქანა ქვეითს დაეჯახა.

შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა, ახალგაზრდა ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული კაცი ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსადგომის მორიგედ მუშაობდა.