საბერძნეთში ქართველი მამაკაცი დაჭრეს

2022-08-09 11:19:00

საბერძნეთში 41 წლის ქართველი მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც 12 ტყვია აქვს მოხვედრილი, კომოტინის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან ტყვიები სხეულში, კერძოდ, გულ-მკერდის არეშია ჩარჩენილი და ამან შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს.

დამნაშავე ამ დროისტვის იძებნება. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.