ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა

2022-09-15 11:15:10

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა, მაგრამ სერიოზულად არ დაშავებულა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა, სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც პრეზიდენტი იჯდა, კერძო ავტომობილსა და ავტობუს შეეჯახა.

„პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, მას სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება.