რუსთაველმა ძიუდოისტმა, გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 19 წლის სპორტსმენმა ბელგიელი მეტოქე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალის მფლობელი გახდა.