ირანში წყალდიდობას 17 ადამიანი ემსხვერპლა [video]

2022-07-23 11:19:01

ირანში, სამხრეთით მდებარე ფარსის რეგიონში წყალდიდობას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.[ვიდეო/video]

ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ძლიერმა წვიმებმა ქალაქ ესტაბანში მდინარე რიდბალი ადიდა. ქალაქის პირველი პირის განცხადებით, სამაშველო სამსახურმა 55 ადამიანის გადარჩენა შეძლო, თუმცა 6 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები