"კლინიკაში 2 დღე იბრძოდა" [photo]

2021-08-26 00:21:56

კორონავირუსს 24 წლის რუსთაველი ახალგაზრდა, ირაკლი მელიქიძე ემსხვერპლა.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, 24 წლის ბიჭი თავდაპირველად მკურნალობას ბინაზე გადიოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი თბილისში კლინიკა ნიუ ვიჟენში გადაიყვანეს, თუმცა ახალგაზრდას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

"7 წელია პირველი ჯგუფის ინვალიდია და შეხვდა კოვიდი. 3 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა, შემდეგ გადავიყვანეთ სამედიცინო დაწესებულებაში, 2 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.

კლინიკაში გადაყვანამდე, ექიმი-რეანიმოლოგი ბინაზე მართავდა მის მდგომარეობას, ანალიზებს უკეთებდა, დავუდგით ჟანგბადის აპარატი. გადაუდებელი სიტუაცია რომ შეიქმნა სასწრაფოდ გადავიყვანეთ კლინიკაში, 2 დღე იბრძოდა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ციალა მელიქიძემ.