რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა [video]

2020-11-19 10:54:31

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში მოხდა. [ვიდეო/video]

როგორც ადგილობრივებმა “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მცირეწლოვანი მე-7 სართულის აივნიდან გადმოვარდა.

დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო სააგენტო დეტალებს აზუსტებს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI