"სოლიდარობა მედ. პერსონალს"

2020-09-15 17:43:44

რუსთავში "მშრომელთა სოლიდარობის კავშირის" აქტივისტებმა სამშობიარო სახლთან საჯარო დისკუსია "სოლიდარობა მედ.პერსონალს" გამართეს.

დისკუსიის ფარგლებში რუსთავის სამშობიარო სახლის მედ. პერსონალისთვის 9 თვის სახელფასო დავალიანებებზე და მშრომელთა უფლებებზე ისაუბრეს.

"ეს არის საჯარო დისკუსიის სახით გადმოცემული ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაში უწევთ დღესდღეობით დასაქმებულებს შრომა და რა პრობლემები არის ამასთან დაკავშირებით.

ეს ლოკაცია იმიტომ ავარჩიეთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამშობიაროს მედ. პერსონალს ასაღები აქვს დაგროვებული ხელფასები 9 თვისა და 9 თვეზე მეტის.

ჩვენმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო.  სამშობიაროს ადმინისტრაციამ პასუხი დაგვიბრუნა, რომ ეს კერძო საკუთრებაა და ჩვენ ისინი არანაირ ინფორმაციას არ მოგვცემდნენ. მაგრამ ჩვენ ისე ვაგრძელებთ აქტიურობას ამ თემაზე და გვსურს, რომ ამით საზოგადოებასა და თავად დასაქმებულებს დავანახოთ, რომ თვითონვე ღიად ისაუბრონ ამ საკითხზე, რადგან ეს მათი უფლებაა...

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციების მხრიდან მიდის დაშინების პოლიტიკა, თუ არ გაწყობთ წადით სხვა სამუშაოზე",- განაცხადა მშრომელთა სოლიდარობის კავშირის აქტივისტმა გიორგი ტყემალაძემ.

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მიიღეს: ნიკა კურტანიძემ, გივი შანიძემ, გოგა ჯმუხაძემ, ვალერი ღვინიაშვილმა, ხალგაზრდული პროფესიული ორგანიზაცის გილდიის წევრმა გიგა ბექაურმა, არასამთვარობო ორგანიიზაცია EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა, რუსთავის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა ეკატერინე ფავლენიშვილმა და ჯანდაცვის სამინისტროს პროფკავშირების წარმომადგენლებმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI