თურქეთში სტიქიას ებრძვიან [video]

2020-07-14 01:15:58

თურქეთში სტიქიას ებრძვიან. [ვიდეო/video]

უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე პროვინცია დაიტბორა.

თურქული მედია ართვინის გუბერნატორ ილმაზ დოროუკზე დაყრდნობით იუწყება, რომ სოფელ იუსუფელში მოვარდნილი მეწყრის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, აქედან 3 დაკარგულს - მამას, დედას და 16 წლის შვილს 17 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ისინი ავტომობილით ღვარცოფში მოყვნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო/ვიდეომასალის მიხედვით დასტურდება, რომ საკმაოდ მასშტაბურმა მეწყერმა ათობით ავტომანქანა მოიყოლა.

როგორც “ინფო რუსთავს” თურქეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა განუცხადეს, ძლიერი წვიმა ორშაბათს დაიწყო, რამაც ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. ქუჩებში ამ დრომდე დგას წყალი.

ფოტომასალების მიხედვით, დამეწყრილ ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.