ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს

2020-05-23 10:52:12

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით დაზიანებულია შენობის შესასვლელი კარი, ჩამსხვრეულია შუშები და ასევე დაზიანებულია შესასვლელთან მდგარი ბანკომატი. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება  187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

RUSTAVI