საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი, რომლებიც განაგრძობენ ფუნქციონირებას:
ა) სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);
* სურსათის სამაცივრე მეურნეობები;
* სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე);
* საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით;
* ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;
* სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები);
ვეტერინარული კლინიკები;
* ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;
ცხოველთა ფერმები;
* ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;
ზოომაღაზიები;
* პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;
* სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.
აღნიშული ბრძანების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ბიზნესოპერატორების ინფორმირებას და რეკომენდაციების გაცემას.
ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები:
- სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს - ტემპერატურული რეჟიმები;
- პერსონალმა გამოიყენოს ერთჯერადი პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი;
ბ) დაევალოს თბილისის საქალაქო სამსახურის და რეგიონული სამმართველოების უფროსებს, მათი სამოქმედო ტერიტორიების ფარგლებში, უზრუნველყონ ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ბიზნესოპერატორებისთვის შემდეგი რეკომენდაციების გაცემა:
- ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები:
* სურსათის გაციების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს მკაცრად იქნეს დაცული ტემპერატურული რეჟიმები;
* პერსონალის მიერ გამოყენებული იქნეს ერთჯერადი პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი;
* პერსონალის მიერ ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70% სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;
* ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
* სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა);
- ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის ე.წ მიწოდების სერვისით სურსათის მიწოდებას, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები:
* პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით;
* სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
* სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.
- ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას,მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები:
* პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით;
* რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური
კონცენტრაციით;
* უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის (არანაკლებ 1 მეტრი) დაცვის გაკონტროლება.