რუსთავში ცოლმა ქმარს უჩივლა

2019-12-16 23:53:58

რუსთავში ცოლმა ქმარს უჩივლა.

ცოლ-ქმარი 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. ინტიმური ურთიერთობისას ქმარმა სავარაუდოდ ცოლის თხოვნა არ გაითვალისწინა რასაც კამათი მოჰყვა.

"ინფო რუსთავის"- ინფორმაციით ქალმა 112-ში მეუღლესთან მისითვის არასასურველი სქესობრივი კავშირის გამო დარეკა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მოსამართლემ კი დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს."