თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადება

2019-08-16 15:30:02

თურქეთში, სავარაუდოდ თამარ მეფის შვილიშვილის გურჯი ხათუნის საფლავი აღმაოჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

თურქეთში საქართველოს საელჩო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევას იწყებს.

"სავარაუდოდ, თურქეთში აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი! თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოჩენილ იქნა სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას" - წერია საელჩოს განცხადებაში.