უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

2024-07-30 15:28:06

გომში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი თამაშის დროს დაეცა და დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სცადა, თუმცა კლინიკაში მისვლამდე დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდარზე დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.