მარნეულის მუნიციპალიტეტში დახოცილი მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის მიზეზი, საქონლის ტკიპებისა და მწერების საწინააღმდეგო ხსნარიში დამუშავება გახდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა გუშინვე დაიწყო. როგორც „ინფო რუსთავს" სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, პირველადი მოკვლევით დადგინდა, რომ მეპატრონემ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი „კრეოლინის“ ხსნარით დაბანა, რომელიც ტკიპებისა და მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
ლიპარტელიანის განცხადებით, საქონლის მასობრივი ხოცვის გამომწვევ ზუსტ მიზეზებზე საუბარი დაახლოებით 1 კვირაში, მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილი გახდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ჯამში 56 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაეცა.
სააგენტოს განცხადებით, დაცემული პირუტყვი ვეტერინარული წესების დაცვით დაიმარხა, შესაბამისად, სააგენტოში აღნიშნული ხორცის სარეალიზაციო ბაზარზე მოხვედრას გამორიცხავენ.
შგახსენებთ, გუშინ მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოშია პირუტყვის მასობრივი დახოცვის ფაქტი დაფიქსირდა.