2026-10-03 00:48:13
ვინ იმღერებს რუსთავქალაქობაზე.
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით "ინფო რუსთავი"-სთვის ცნობილია რომ ქალაქის მთავარი დღესასწაული "რუსთავქალაქობა 2026" სავარაუდოდ 10 ოქტომბერს გაიმართება.
გალა-კონცერტის ფარგლებში სცენაზე გამოვლენ: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ქართული ხმები და "მეკო სტუდია".
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მთავარი სცენა სწორედ თეატრთან მოეწყობა. ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით ასევე ირკვევა მომღერლების ჰონორარი: ლიზა ბაგრატიონი - 5050 ლარი; ნატო მეტონიძე - 5050 ლარი; "ქართული ხმები" - 15000 ლარი; "მეკო სტუდია" - 5000 ლარი.
აღსანიშნავია რომ მანამდე ტენდერი გამოცხადდა სცენის მოწყობისა და "რუსთავქალაქობა 2026"-ის ორგანიზებისთვის.
"რუსთავქალაქობა თითოეული რუსთაველისთვის ძალიან საყვარელი დღეა, ყველა ერთად ავღნიშნავთ ხოლმე. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ რომ ცენტრალურ პარკში იქნება დღის განმავლობაში ძალიან კარგი გარემო. ასევე იქნება გალა კონცერტი. დეტალებს ძალიან მალე გავაცნობთ მოსახლეობას. მთელ ქალაქს მოვუწოდებთ რომ ეს დღე ერთად აღვნიშნოთ", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას.
რომელ საათზე დაიწყება კონცერტი ან იქნება თუ არა სხვა ღონისძიებები დღის მანძილზე "ინფო რუსთავი"-სთვის ცნობილი არ არის.