2026-10-04 00:07:28
რუსთავში 2 კაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში პოლიციამ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთერთ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა სავარაუდოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.
მომხდარზე პოლიციამ 2 ახალგაზრდა კაცი ამხილა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.