რა დაგიჯდებათ აღდგომის სუფრა

2019-04-24 18:30:55

მართლმადიდებელი სამყარო 28 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას.

ყველა ოჯახი, შეძლებისდაგვარად, ცდილობს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ჯეროვნად დახვდეს.

მწვანე ჯეჯილზე დალაგებული აუცილებელი წითელი კვერცხებისა და პასკის გარდა, მაგიდას ხორცისა და თევზისგან დამზადებული, სანელებლებით შეკმაზული კერძები, სალათები, საწებლები, ხაჭაპურები, ლობიანები და უამრავი სხვა ნუგბარი ამშვენებს, თუმცა როგორი სუფრა გვექნება, ეს ჩვენ ფინანსურ შესაძლებლობებზეც არის დამოკიდებული.

ადგილობრივების თქმით, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავებით, პროდუქტებზე ფასები მომატებულია.

წინასააღდგომო სამზადისი და პროდუქტების ფასები ე.წ სტამბულის ბაზარში:

პასკა- 350 გრ 3,70 ლ... 850 გრ 7,70 ლ

ენდრო- 1 ლ

კვერცხი- 0,30 ლ

კაკალი- 26 ლ

ქათამი- 1 კგ 6,50 ლ

საქონლის ხორცი- 1 კგ 15 ლ

ღორის ხორცი- 1 კგ 11 ლ

ყველი- 1კგ  10 ლ

სოკო- 1კგ 5 ლ

კიტრი- 1კგ 5ლ

პომიდორი- 1კგ 5ლ

ე.წ სტამბულის ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ პროდუქტებზე ღირებულების ზრდა დროებითია. მათი თქმით, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ სურსათზე  ფასები ისევ დარეგულირდება.