რუსთავში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

2019-04-14 13:43:34

"არა ციხეს", –  ამ ლოზუნგით რუსთავში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს რა დროსაც მძღოლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მობიზილებულები არიან სამართალდამცავები.

რუსთაველების მოთხოვნები უცვლელია, ისინი ჭყონდიდელის დასახლებაში ციხეების მშენებლობის დროებით შეჩერებასა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

ადგილობრივ მოსახლეობას სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციაზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც მივიდა.