"ომი მშვიდობის ქუჩაზე"

2019-04-06 12:26:40

რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე უკვე 1 წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტენდერის მიხედვის ინფრასტრუქტურული პროექტი გასული წლის აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა უკვე 7 თვეა გასული და სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

გზის საფარის პირველი ფენა დაახლოებით 1 თვის წინ დაიგო თუმცა იმის გამო რომ სამუშაოები უხარისხოდ განხორციელდა ასფალტი აყარეს.

მშვიდობის ქუჩა უკვე 3 თვეა გადაკეტილია რის გამოც სატვირთო ავტომობილები დავით გარეჯის ქუჩით გადაადგილდებიან, რაც მოსახლეობის პროტესტს იწვევს.

ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია როდის მოახერხებს მოსახლეობა "მშვიდობის ქუჩაზე მშვიდობიან გადაადგილებას".

შეგახსენებთ რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 221 776 ლარი 1 წლის წინ გამოიყო. სამუშაოების ვადაში შეუსრულებლობის გამო კი კომპანია დაჯარიმდა.