რუსთავში ორი დიდი პროექტი განხორციელდება

2018-04-30 16:34:20

რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით მერიაში ელექტრონულ ტენდერში გარაჯვებულ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

მე-11 მიკრორაიონში სოციალური საცხოვრისის მოწყობის სამუშაოებს შპს “სამება“ შეასრულებს, პროექტის ღირებულება 824 439 ლარს შეადგენს.

მშვიდობის ქუჩის ასფალტ/ბეტონის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “ჰერიო“ უზრუნველყოფს, სამუშაოების საერთო ღირებულება 1 221 776 ლარს შეადგენს.

“ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაციაა. ხოლო რაც შეეხება სოციალურ საცხოვრისის პროექტს, მას რუსთავის მუნიციპალიტეტი პირველად ახორციელებს და ის 54 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის იქნება განკუთვნილი. ჩვენ საჯაროდ მოვახდინეთ ამ პროექტების დაანონსება და მოვიწვიეთ სწორედ ის კომპანიები, რომლებიც გამოცდილნი იყვნენ ამ სამუშაოების შესრულებაში. ხელშეკრულების გამოფრმების დროს გაიწერა ის პირობები, რის საფუძველზეც უნდა შესრულდეს სამუშაოები და ვფიქრობ ამ კუთხით ჩართულობა მოსახლეობის მხრიდან იქნება დიდი. რა თქმა უნდა ჩვენი თანამშრომლებიც სამუშაოების დაწყებისთანავე აქტიურად გაუწევენ ზედამხედველობას აღნიშნულ პროექტებს“- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.