ისმაილ ნაურდიევის ბრძოლა წესების გარეშე

2019-02-15 10:40:01

ზურაბ ლოლაშვილი – ავსტრიაში მცხოვრები ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენია. რუსთაველმა სპორტსმენმა  2009 წელს, ავსტრიაში, ქალაქ ზაცბურგში "ოლიმპიკ ზალცბურგი" დაარსა სადაც მთავარი მწვრთნელიც გახლავთ.

ინფო რუსთვი ქართველი სპორტსმენის კიდევ ერთ წარმატებაზე გიამბობთ.

როგორც ზურა ლოლაშვილმა ინფო რუსთავთან განაცხადა, მისი ერთ-ერთი მოსწავლით UFC-ის წარმომადგენლობა დაინტერესდა და ახალგაზრდა სპორტსმენთან კონტრაქტიც გააფორმეს. 22 წლის სპორტსმენის ისმაილ ნაურდიევის მიღწევით კმაყოფილია მისი ქართველი მწვრთნელიც. ლოლაშვილი ამბობს, რომ ნაურდიევი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. ეს მიღწევა კი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

ისმაილ ნაურდიევი საბრძოლო ხელოვნებით, (ბრძოლა წესების გარეშე ) ადრეული ასაკიდან იყო დაინტერესებული. ნარუდიევმა ავსტრიაში ქართველი მწვრთნელი რამდენიმე წლის წინ გაიცნო და მას შემდეგ მისი მთავარი მასწავლებელი სწორედ ქართველი სპორტსმენი, ზურა ლოლაშვილია, რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი გახლავთ.

ისმაილ ნარუდიანი, რომელზეც წარმატებული რუსთაველი სპორტსმენი დიდ იმედებს ამყარებს ავსტრიის მრავალგზის ჩემპიონია თავისუფალ ჭიდაობაში. ლოლაშვილი ამბობს, რომ ახალგაზდა სპორტსმენი 5 წელია რაც ასპარეზობს ბრძოლა წესების გარეშე.

ახალგაზრდა სპორტსმენი ამჯერად მომდევნო შეჯიბრისთვის ემზადება, რომელიც 23 თებერვალს პრაღაში გაიმართება. ნაურდიევი მონაწილეობას მიიღებს წესების გარეშე ბრძოლაში.

უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ მწვრთნელს ზურა ლოლაშვილს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწიეს, ყველა დიდი წარმატება ჯერ კიდევ წინ აქვთ.

ზურა ლოლაშვლი იმედოვნებს რომ მისი მოსწავლე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასაც შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველმა სპორტსმენმა ზურა ლოლაშვილმა, თავისი ცხოვრება ავსტრიას 16 წლის წინ დაუკავშირა და კარიერის გაგრძელება უცხო ქვეყანაშიც საკმაოდ წარმატებით მოახერხა. ლოლაშვილი, საქართველოში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ახლა ავსტრიაში სხვადასხვა ეროვნების მოზარდებს უზიარებს, რომლებიც სპორტის ერთ-ერთი სახეობით, თავისუფალი სტილით ჭიდაობით არიან არიან დაინტერესებულნი.