უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველი

2019-01-19 18:55:47

საქართველოს საზღვრებს გარეთ ბევრი წარმატებული ქართველი მოღვაწეობს, მათ შორისაა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი, რუსთაველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურა ლოლაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში ცხოვრობს და წარმატებული სპორტული კარიერა აქვს.

რუსთაველმა სპორტსმენმა ზურა ლოლაშვილმა, თავისი ცხოვრება ავსტრიას 16 წლის წინ დაუკავშირა და კარიერის გაგრძელება უცხო ქვეყანაშიც საკმაოდ წარმატებით მოახერხა. ლოლაშვილი, საქართველოში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ახლა ავსტრიაში სხვადასხვა ეროვნების მოზარდებს უზიარებს, რომლებიც სპორტის ამ სახეობით არიან დაინტერესებულნი.

ზურა ლოლაშვილი ავსტრიაში საცხოვრებლად 16 წლის წინ წავიდა, 2009 წლიდან კი ქალაქ ზალცბურგში კლუბი "ოლიმპიკ ზალცბურგი" ჩამოაყალიბა. საკუთარი მიღწევების შემდეგ დღეს უკვე მისი აღზრდილი სპორტსმენებით, განსაკუთრებით ამაყი ამბობს, რომ ისინი წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში და პრიზიორებიც არიან.

აღსანიშნავია, რომ ლოლაშვილის მიერ დაარსებულმა კლუბი სადაც ის მთავარი მწვრთნელიც არის 2015 და 2017 წლებში, გუნდურ შეჯიბრში გრენცლანდ ლიგის გამარჯვებული გახდა. ლოლაშვილის მოსწავლეები ავსტრიის მრავალგზის ჩემპიონებიც არიან.

2012, 2013 და 2015 წლებში ლოლაშვილმა აცევალსის სახელით ავსტრიის საუკეთესო კლუბებს შორის შეჯიბრში ბუნდესლიგის გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა.

ზურა ლოლაშვილი ინფო რუსთავთან საუბრისას აცხადებს, რომ სპორტის ამ სახოებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული.

კლუბი ზალცბურგი ახლა ავსტრიის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც თებერვალში გაიმართება. აღსანიშნავია რომ 2018 წელს ზურა ლოლაშვილის კლუბის ერთ- ერთი წევრი ავსტრიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, რომელიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე პირველობისთვის იბრძოლებს.

ზურა ლოლაშვილი ავსტრიაში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს და იგი რუსთავში ახლობლებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად ჩამოსვლას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ქართველი სპორტსმენი დღემდე ყველა მიღწეულ წარმატებას მშობლიურ ქალაქს უკავშირებს, რადგან როგორც თავად ამბობს რუსთავი და რუსთაველები როგორც მისი სპორტული კარიერის, ისე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.