კომპანია "ჯეობიტმა" მოზარდები წაახალისა

2019-02-11 21:22:31

რუსთავის საკალათბურთო აკადემიის ბოლოდროინდელი მიღწევების გამო პატარა კალათბურთელებმა ფასიანი საჩუქრები მიიღეს.

კომპანია "ჯეობიტმა" მოზარდები წაახალისა და დაასაჩუქრა.

შეგახსენებთ რომ ზაზა ფაჩულიას აკადემიის ორგანიზებით გამართულ ტურნირზე ზამთრის ფესტივალი 2018 რვა წლამდე ასაკის კალათბურთელთა შორის 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას, გამარჯვება კი რუსთაველებს ხვდა წილად.

აღსანიშნავია რომ რუსთავის საკალათბურთო აკადემიასა და ზაზა ფაჩულიას აკადემიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში რუსთაველ, პატარა კალათბურთელებს ჩაუტარდებათ მასტერკლასები და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტურნირებში.