კალათბურთელებს მასტერკლასი ჩაუტარდათ [video]

2019-02-09 18:18:41

რუსთავის საკალათბურთო აკადემიასა და ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიას შორის თანამშრომლობა გრძელდება. [ვიდეო/video]

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, რუსთავის საკალათბურთო აკადემიას ზაზა ფაჩულიას აკადემიიდან მწვრთნელები ეწვივნენ, რომლებმაც სტაჟირება NBA-ს აკადემიაში გაიარეს. მწვრთნელებმა პატარა კალათბურთელებს მასტერკლასი ჩაუტარეს.

"ვაგრძელებთ ზაზა ფაჩულიას აკადემიასთან ურთიერთობას. ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული და ვთანამშრომლობთ. ვიყავით ტურნირებზე მიწვეული და ახლა უკვე თვითონ გვეწვივნენ მწვრთნელები, რომლებმაც NBA-ს აკადემიაში გაიარეს სტაჟირება. ისინი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ და აქაც შეეცდებიან მასტერკლასი ჩაატარონ და ბავშვებს ასწავლონ ის, რაც თავად იქ ისწავლეს", - აცხადებს რუსთავის საკალათბურთო აკადემიის მწვრთნელი ზურა მაჭავარიანი.