საგრანტო დაფინანსების წესი შეიცვლება

2019-01-29 11:52:08

გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, საგრანტო დაფინანსების წესი შეიცვლება და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გრანტის განაწილების წესის ცვლა ბუნებრივია, რადგან იცვლება საგნების ნუსხა, - "ცხადია შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, ლოგიკურიცაა, რადგან სავალდებულო საგნების ნუსხა იცვლება და ჩვენ ვეცდებით, რომ ამ ახალი წესის ჩამოყალიბებისას აბიტურიენტების ინტერესები გავითვალისწინოთ", - ამბობს სოფო გორგოძე.

შეგახსენებთ, რომ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციისას ცნობილი გახდა, რომ 2020 წლიდან სრულად გაუქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.