ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეთაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 66 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას სხეულის 85% დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნებოდა.
საავადმყოფოში რჩება კიდევს ოჯახის სამი წევრი მათ შორის 9 წლის გოგოა, რომელსაც სხეულის მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობასთან ერთად, სასუნთქი გზების დაზიანება და თერმული შოკი აღენიშნება.
დამწვრობის შედეგად მიღებული ტრამვების გამო გუშინ, ოჯახის ერთი წევრი, 77 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ რომ სოფელ ხეთასი აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა.