ხობის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად მიღებული ტრამვები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა ოჯახის ერთერთი წევრისთვის, 77 წლის მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა.
აფეთქება სოფელ ხეთაში გუშინ საღამოს მოხდა, არსებული ინფორმაციით შინ დაბრუნებულმა ოჯახის წევრებმა შეშის ღუმელის ანთება გადაწყვიტეს რა დროსაც ღუმელში შეცდომით ნავთის მაგივრად ბენზინი შეასხეს. ოთახში ცეცხლი გაჩნდა და აფეთქდა ის ადგილი სადაც საწვავს ინახავდნენ.
დამწვრობა მიიღო ოჯახის 7 წევრმა, მათ შორის 2 მცორეწლოვანია. დაშავებულები გუშინვე თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.