რუსთავის სასამართლოში 19 წლის მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი განიხილა.
დ.მ.-მ ე.წ. "სტამბულის ბაზრის" ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.
მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ დ.მ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.მ.-მ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში მდებარე ე. წ. "სტამბული ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს "ლურჯ მარკეტს" ცეცხლი მოუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 800 კვ.მ. ფართობზე განლაგებული შენობა-ნაგებობა და ეზოში გაჩერებული მიკროავტობუსი. ხანძარმა ზარალი ბაზარში მოვაჭრე 50-მდე მოქალაქეს მიაყენა.
გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
დაკავებულის დედა აცხადებს რომ მის შვილს ცეცხლი განზრახ არ წაუკიდებია.