2026-10-20 12:32:42
რუსთავში რამდენიმე ასეულ აბონენტს დენი გაეთიშა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა უთხრეს, ელ. ენერგია არ მიეწოდება აბონენტებს მე-8 მიკრორაიონსა და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანია ენერგო პრო ჯორჯიას საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დენის გათიშვა არაგეგმიურად მოხდა და მისი აღდგენა 13:31 საათისთვის იგეგმება.