15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

2026-10-20 11:23:43

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს.

არსებული, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა. 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ დედას შეატყობინა, რომელიც სამსახურში იმყოფებოდა.

მოზარდის დედამ ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-141 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ფაქტზე გამოკითხვა ჩატარდა და დაინიშნა ექსპერტიზაც.