შემთხვევა მეტეხის ხიდთან მოხდა [photo]

2018-06-22 14:33:10

მეტეხის ხიდის ქვეშ, დიდი გაბარიტების მქონე სატვირთო ავტომობილი გაიჭედა.

შემთხვევის შედეგად გარკვეულწილად შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებული იყო თბილისის საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც საავტომობილო მოძრაობას არეგულირებდა.