#6 ბაღის ეზო [photo]

2018-06-20 00:30:54

რუსთავის #6 ბაგა-ბაღის ეზო აღმზრდელებმა და აღსაზრდელებმა ერთად გაალამაზეს.

თავდაპირველად მათ თავი მოუყარეს რამდენიმე გამოუყენებელ ნივთს, ძველ სათამაშოებს და დაზიანებულ ველოსიპედებს. შექმნეს ქუჩის იმიტაცია სადაც დაამონტაჟეს შუქნიშანი, მოაწყეს გზის სავალი ნაწილი და ასევე დასასვენებელი სივრცე, შეღებეს საბურავები და ჩაალაგეს გზის გასწვრივ. ნახეთ ფოტოები და შეაფასეთ :)