"წყალდიდობა რუსთავში". 2 საათიანმა წვიმამ და უხვმა ნალექმა რუსთავში პრობლემები წარმოქმნა.
დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, გზის სავალ ნაწილზე შეუძლებელი იყო საავტომობილო გადაადგილება.
ინტენსიური წვიმის დროს, წყლის დიდი ნაკადი იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოვიდა და ქვა-ღორღი ჩამოიტანა.
"ინფო რუსთავი" სტიქიას პირველივე წუთებიდან აშუქებდა, ნახეთ ჩვენი ფოტორეპორტაჟი.