რუსთავის უახლესი ისტორია [photo]
2018-04-18 23:54:05

1988 წელს რუსთავში პირველად აღნიშნეს რუსთავქალაქობა. რუსთაველებმა ქალაქის 40 წლის იუბილე იზეიმეს. ფოტო რუსთავის ცენტრალურ სტადიონზეა გადაღებული. საფეხბურთო მოედანზე ათასობით რუსთაველი და მოწვეული სტუმარი შეიკრიბა. გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ახალგაზრდებმა კი ტრიბუნებზე 1988 გამოსახეს, სწორედ ამ წელს რუსთავს 40 წელი შეუსრულდა, ეს ყველაფერი ზუსტად 30 წლის წინ მოხდა, წელს კი ქალაქი უკვე 70 წლის იუბილეს ზეიმობს.