ფოტო რუსთავში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. კადრში ჩანს რომ ნაპირზე პოლიეთილენის რამდენიმე ათეული ბოთლი ყრია. ნარჩენები სავარაუდოდ მდინარემ ჩამოიტანა და მისი დონის დაწევის შემდეგ ნაპირზე დარჩა. ერთერთი მეთევზე აცხადებს რომ - "მდინარის დონემ დაიწია და გამოჩნდა ეს ბოთლები, ნაგავი მტკვარმა აქ დატოვა".