საფრთხის შემცველი ატრაქციონი [photo]

2018-04-01 12:34:53

საბავშვო ატრაქციონი რომელიც XII მიკრო-რაინშია განთავსებული ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია. დამტვრეულია სასრიალო და მისი გამოყენების შემთხვევაში ბავშვმა შესაძლოა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღოს. მსგავსი სიტუაციაა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისევე როგორც სხვა მსგავს ფაქტებზეც, პირი რომელმაც ატრაქციონი დააზიანა იდენტიფიცირებული არ არის. ვანდალური ფაქტები ქალაქის მასშტაბით ხშირად ფიქსირდება თუმცა აღნიშნული დანაშაულისთვის არავინ დაუსჯიათ.