2026-11-16 17:32:32
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთაველისა და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს "შევროლეტისა" და "დაევუს" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შემდეგაც "შევროლეტის" მარკის მანქანა ბორდიულზე ავარდა და რკინის ჯებირი შეანგრია.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.