რუსულმა კომპანია Wildberries-მა რუსთავთან 19 ჰექტარზე მეტი მიწა შეიძინა

2026-11-18 18:01:35

რუსულმა კომპანია Wildberries-ის ქართულმა ოპერატორმა, შპს „ტრანსკომ გრუპმა“ რუსთავის შემოსასვლელის, წითელი ხიდისკენ მიმავალი გზასთან 19 ჰექტარი მიწა შეიძინა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, ოთხი მიწის ნაკვეთი,02.08.01.039 - 23 417 მ², 02.08.01.050 - 68 930 მ², 02.08.01.122 - 33 322 მ², 02.08.01.051 - 66 852 მ², „ტრანსკომ გრუპმა“ პირდაპირ სახელმწიფოსგან შეისყიდა.

EPRC წერს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ლოგისტიკური ცენტრი მოეწყობა.

"2026 წლის იანვარში  „ტრანსკომ გრუპმა“ ოთხი ნაკვეთი პრივატიზაციის გზით, უშუალოდ სახელმწიფოსგან შეიძინა. ოთხივე თბილისი–წითელი ხიდის საერთაშორისო გზის (ს-4) მე-17 კილომეტრის მიმდებარედ, ერთ უბანშია თავმოყრილი. ს-4 აზერბაიჯანის საზღვრამდე მიდის. გზასა და საბაჟო ინფრასტრუქტურასთან მდებარეობა ამ ტერიტორიას ლოგისტიკისთვის ხელსაყრელს ხდის. ნაკვეთების საზღვრების უწყვეტობა და კონკრეტულ საბაჟო ობიექტამდე მანძილი საკადასტრო რუკით ცალკე დასადასტურებელია",- ვკითხულობთ მიმოხილვაში.