ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [Photo]

2026-09-24 15:04:03

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით მშვიდობის ქუჩაზე, ერთმანეთს "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი და "DAF"-ის მარკის სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.