2026-09-07 11:51:37
რუსთავში 150 მსჯავრდებულზე გათვლილი ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება.
ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულება მშენებელთა ქუჩაზე, მოქმედი №16 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა.
როგორც იუსტიციის სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, დაწესებულება მსჯავრდებულების მისაღებად მზად 2027 წლის დასაწყისიდან იქნება.
"რუსთავში უახლოეს თვეებში გაიხსნება ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად, უკვე დასრულებულია. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი დაწესებულებისთვის აუცილებელია შესაბამისი საკადრო რესურსი, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საშტატო ნუსხა. შესაბამისად, მომავალი, 2027 წლის დასაწყისში ახალი დაწესებულება უკვე მზად იქნება მსჯავრდებულთა მისაღებად",- გვითხრეს სამინისტროში.