კიდევ ვინ წარდგება რუსთაველების წინაშე „რუსთავქალაქობა 2026-ზე“

2026-10-06 19:26:58

"რუსთავქალაქობა 2026-ისთვის" ააიპ კულტურული პროექტების მართვის ცენტრმა კიდევ რამდენიმე გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

ქალაქის დღესასწაულზე რუსთაველი მაყურებლის წინაშე წარდგებიან: ნიკა ნიკვაშვილი და ორკესტრი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,აფხაზეთის" საავტორო საცეკვაო პროგრამით. დღის განმავლობაში ბავშვების გასართობად ცენტრი შეისყიდის ანიმაციური გმირებითა და ბავშვთა გასართობი პროგრამით მომსახურებას.

ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა შემსრულებლების ჰონორარიც:  სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ,,აფხაზეთის" საავტორო საცეკვაო პროგრამით მომსახურების შესყიდვა - 10 000 ლარი, ნიკა ნიკვაშვილის - 13 011 ლარი, საორკესტრო მომსახურების შესყიდვა - 35 350 ლარი, ანიმაციური გმირებითა და ბავშვთა გასართობი პროგრამით მომსახურების შესყიდვა - 27 500 ლარი.

კულტურული პროექტების მართვის ცენტრის მიერ მანამდე გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვებით ცნობილია, რომ მთავარ სცენაზე მაყურებლის წინაშე ასევე წარდგებიან: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ქართული ხმები და "მეკო სტუდია".